ულამა…

ულამაზესი ფრანგი მსახიობის იზაბელ აჯანის გამონათქვამები

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“რატომღაც ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში იმალება ღვთაება”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გულჩათხრობილნი რჩებიან, რადგან არ შეუძლიათ ცვლილებების მიღება”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“ხშირ შემთხვევაში საჭიროა გამოამჟღავნო საკუთარი თავი, რათა გახდე უფრო გულახდილი და უფრო ადამიანური. თუნდაც ეს რაიმეს ფასად დაგიჯდეს”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“ძალიან ბევრი ვიტანჯე იმის გამო, რომ საკუთარ გრძნობებს ვმალავდი. ცხოვრებამ მაინც მომცა უფლება საკუთარ თავზე მემუშავა”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“ჩემთვის მშვიდობა და მოწყენილობა ერთმანეთთან ასოცირდება”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“მე მჯერა საკუთარი ინსტიქტების და შესაბამისად საკუთარი თავის”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“არასოდეს მეშინოდა იმის, რომ ვიქნებოდი ნაკლებად ლამაზი. უფრო მეტად იმის შიში მქონდა, რომ საერთოდ აღარ მექნებოდა სილამაზე”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“საკუთარი თავის სიყვარული ყველაზე კარგი თავდაცვაა”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“ვნება სურპრიზივითაა. ის შეიძლება ნებისმიერ წუთას გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“სასაცილოა ეს ცხოვრება. დღეს ვარსკვლავი ვარ და ღმერთმა უწყის ვინ ვიქნები ხვალ”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“დღეს ძალიან რთულია იპოვო ისეთი რეჟისორი, რომელმაც იცის თუ როგორ უნდა მოექცეს კამერის მიღმა მდგომ ქალს”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“მე ძალიან მიყვარს ფილმები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რჩება მაყურებლის გულში, ამიტომ ვცდილობ, რომ ყოველთვის ვითამაშო სოციალურად და ემოციურად ძლიერ კინოსურათებში”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები


“ჩემთვის მსახიობობა მხოლოდ პროფესია არაა, ეს ერთგვარი რწმენაა.”

იზაბელ  აჯანის გამონათქვამები

About natiajabauri

me var natia jabauri miyvars simgera ,kinoebi
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი