ვინ:
გიორგი ივანიშვილი
38 წლის ფოტოგრაფი; ვიდეოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა, საქართველო
რა:
დრონი – DJI mavic air 2.
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
გიორგი ივანიშვილის ნამუშევარმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არის გადაღებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. ფოტო რჩეულ 26 კადრში შევიდა და გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. „წერო გადაღებულია ნინოწმინდაში, ცენტრალური ქუჩის ლამპიონზე. საკმაოდ სტუმართმოყვარე წერო იყო და სულაც არ ეშინოდა დრონის, რამაც საშუალება მომცა, დაახლოებით 2 მეტრიდან გადამეღო ეს ფოტო“, – წერს გიორგი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge