Posts Tagged With: mxatvroba

ალექსეი ბუტირსკი

ალექსეი ბუტირსკი – წარმოგდგენთ თანამედროვეობის არც ისე ცნობილ, მაგრამ ძალიან ნიჭიერ რუს მხატვარს.
ალქსეი 1974 წელს მოსკოვშია დაბადებული, 5 წლისას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადწყვეტილი რომ მხატვარი უნდა გამოსულიყო რასაც შემდგომ წლებშიც არ დააკლო ცდა და როგორც ამბობენ მოსკოვის სამხატვრო აკადემია ბრწყინვალედ დაამთავრა.
ალექსეის ახასიათებენ როგორც ინტელექტუალ მხატვარს, მას ხელოვნების თითქმის ყველა დარში აქვს განთლება მიღებული, ამასთან არის ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარე.
აი რას ამბობს ალქსეი თავისი შემქომედების შესახებ:

“როდესაც ვხატავ უბრალოდ არ ვიხატავ ერთ კონკრეტულ ადგილს, მე ვცდილობ აღვიდგინო ყველა ის შთაბეჭდილება და გავხსენო ყველაფერი რაც ვიგრძენი ამა თუ იმ ადგილის მონახულებისას, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ხატვას. ვფიქრობ მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვნია რომ მექანიკურად არ გადმოჰქონდეს ნამუშევარი ბუნებიდან, ამ შემთხვევაში იგი საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან მის როლს კამერაც ბრწყინვალედ შეითავსებდა. მხატვარს უნდა ჰქონდეს მიზანი და შემდგომ გაყვეს მას რათა შექმნას ემოციური სურათი და განსაკუთრებული ატმოსფერო საკუთარ ნახატში. ”

“ბუნების ხატვა ყველანაირ მდგომარებაში ეს უბრალოდ ბრწყინვალეა, ჩემთვის კი არ არსებობს ცუდ ამინდზე უკეთესი რამ. ”

“ჩემი შთაგონების წყარო ცხოვრებაა, მე შემიძლია ჩემს გარშემო შევიგრძნო სიმშვიდე და ჰარმონია.”

ბევრი რომ აღარ გავგრძელო თქვენს წინაშეა ალექსეი ბუტირსკი
Continue reading

Categories: მხატვრობა | Tags: , , , , , , , , , , | Leave a comment

Blog at WordPress.com.