ხელოვნება

ლიტერატურული კონკურსი “წერო” ოქტომბერში დაიწყება

21 ოქტომბერი, 2013 • • 1973
ლიტერატურული კონკურსი “წერო” ოქტომბერში დაიწყება

კონკურსში მონაწილეობის მსურველები lit.ge-ს ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და საკონკურსო ნაწარმოები 5–10 გვერდის ფარგლებში 21 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უნდა გამოაქვეყნონ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ხოლო საკონკურსოდ ის ნამუშევარი მიიღება, რომელიც არ გამოქვეყნებულა ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ- სივრცეში. 

 

ტექსტები ანონიმურად, ავტორების მითითების გარეშე, გამოქვეყნდება. ანონიმური იქნება ჟიური, რომელიც საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს. ჟიურიში თანამედროვე მწერლები და ლიტერატურის კრიტიკოსები გაერთიანდებიან. 

 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურსის 7- კაციანი ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ვებ–გვერდზე და მკითხველი 2 კვირის განმავლობაში, 12–25 ნოემბრის პერიოდში, 5- ბალიანი სისტემით შეაფასებს.

 

მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე, ფორუმში ჩაერთონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური 10 მკითხველი ელექტრონული მაღაზიის lit.ge-ს 100- ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება.

 

გამარჯვებულთა ვინაობა 28 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდება. პრიზები -3 000, 2 000 და 1 000 ლარის ოდენობით- გადაეცემათ I, II, III ადგილებზე გასულ ნომინანტებს. გათვალისწინებულია ჟიურის სპეციალური პრიზი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი