საზოგადოება

დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

16 აპრილი, 2022 • 1928
დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

დღეს, 16 აპრილს, უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პირველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ინფორმაცია 15:29 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი, დაახლოებით 17:30 წუთზე, მან ფეისბუკზე კიდევ ორი მებრძოლის შესახებ დაწერა.

მისი ინფორმაციით, ასევე მძიმედაა დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დაღუპულის ვინაობაა ცნობილი.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 9 მებრძოლია დაღუპული.

ამავე თემაზე:

ვანო ნადირაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი