ახალი ამბები

წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევა

13 დეკემბერი, 2012 • 4087
წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევა

“საუბარია სამთავრობო აგარაკებზე. რეალურად ეს სამთავრობო აგარაკები დაცლილია. პრემიერის წინადადებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები შევა საპრივატიზაციო ნუსხაში, ანუ მათთვის მოფიქრებული იქნება უფრო სასარგებლო დანიშნულება. მე როგორც ვიცი, კანცელარია წყვეტდა ამას, თუ ვისთვის მიეცა სამთავრობო აგარაკები. სულ 16 აგარაკზეა საუბარი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს ამ აგარაკების რემონტი, გადასახადები და ა.შ. დაახლოებით მილიონი ლარი უჯდებოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინოვნიკებს აგარაკები ჩამოერთმევათ, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააჟღერა:

“ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და ყველაფერს ამას გამოვაქვეყნებთ. არავითარი წყნეთი, არავითარი დაჩები, იქ კიდევ მშენებლობები მიდის, ყველაფერი გავაჩერეთ, ყველაფერი თქვენსკენ წამოვა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იქნება, რომ ყველას ადამიანურად და ნორმალურად თქვენი ოჯახის რჩენა შეგეძლოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ სოციალურად დაუცველებთან შეხვედრისას.

 

დიმიტრი ქუმსაშვილს არ გაუკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშენებლობების შეჩერება იგულისხმა პრემიერ მინისტრმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი