ახალი ამბები

ილია მეორე: შეიძლება აფხაზეთი დარჩეს და აფხაზები არ იყვნენ იქ

28 სექტემბერი, 2013 • • 1253
ილია  მეორე:  შეიძლება აფხაზეთი დარჩეს და აფხაზები არ იყვნენ იქ

” მრავალი აფხაზი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობენ, რამდენად  დიდი შეცდომა იყო დაშვებული მათი მხრიდან, როცა გაჩაღდა ეს საშინელი ომი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს,  აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთად, რომ გადავრჩეთ. თუ ასე დარჩა, შეიძლება აფხაზეთი დარჩეს და აფხაზები არ იყვნენ იქ. ეს საფრთხე არსებობს”- განაცხადა ილია მეორემ. 

 

აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის  სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

 

საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის ომზე გუშინ, 27 სექტემბერს, სამების ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა,  ვინც ომში მონაწილეობდა, წაგებული დარჩა:

 

“არის ისეთი ისტორიული მოვლენები, რომელიც არ იცი, როგორ შეაფასო, როგორც დღესასწაული, თუ როგორც ტრაგედია. დღეს ჩვენ აღვიშნავთ ასეთ დღეს, როცა დაეცა სოხუმი და აფხაზეთი. ვინ არის გამარჯვებული? არავინ არ არის, ყველა წაგებულია, საქართველოც, აფხაზეთიც, რუსეთიც და ყეელა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში.  11 წელი ვიყავი ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტრპოლიტი და არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, გაუგებრობა ყოფილიყოს აფხაზებსა და ქართველებს შორის. იყო სიყვარული, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან, ქართველები მიდიოდნენ აფხაზებთან და ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი”– განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი