ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი: დავით კოდუა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, მერე სცემეს

3 მაისი, 2014 • • 1897
ნანუკა ჟორჟოლიანი: დავით კოდუა  ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, მერე სცემეს

დავით კოდუას დღეს აბაშიძის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. ის ამ დროისათვის დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში იმყოფება და ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩასატარებლად ინგოროყვას კლინიკაში აპირებენ გადაყვანას. 


როგორც ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, დავით კოდუას დაზიანებული აქვს სახე, თავის ქალა და მისი მდგომარეობა მძიმეა:


“დღეს, აბაშიძის ქუაზე მდებარე სალონიდან გამოსვლისას დავით კოდუას თავს სამი ნიღბიანი დაესხა. ის ძიძასთან და ბავშვთან ერად იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ძიძა და ბავშვი არ დაშავებულან. ძიძას შეუძლია ერთი თავდამსხმელის ამოცნობა, რადგან მას ნიღაბი არ ეკეთა. დათოს თავის ქალა აქვს დაშავებული. ექიმები მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გვირჩევენ”.


ნანუკა ჟირჟოლიანმა დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველ ფოტოებთან ერთად “ფეისბუკზე” შემდეგი ინფორმაციაც გაავრცელა:


“ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდესაც სცადა, ერთმა უთხრა, ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს, რომ ამოცნობას შეძლებს!


სალონში წაიყვანა 4 წლის ბავშვი თმების შესაჭრელად. მას ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და შუა ბარნოვზე თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი. გათიშეს ელექტროშოკებით და შემდეგ ცემეს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციულში გადაიყვანეს! ინფორმაციის მედიაში გავრცრლება მალევე დაიწყო შსს-მ! ან უნდა დავიჯეროთ, რომ დათო კოდუას საცემად ინაპლანეტელები ჩამოვიდნენ, ან შსს–მ უნდა აღიაროს, რომ შუა ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება შეიარაღებული ბანდფორმირება და ჭიკაიძე კრიმინალურ ვითარებას ვერ აკონტროლებს!!!! არის მესამე ვერსიაც…”


დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი