ახალი ამბები

ბენდუქიძის “ბოლო კაბინეტი” და მისი უნივერსიტეტების პერსპექტივა [ფოტო]

14 ნოემბერი, 2014 • 2576
ბენდუქიძის “ბოლო კაბინეტი” და მისი უნივერსიტეტების პერსპექტივა [ფოტო]

ცოდნის ფონდის” დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ლონდონის სასტუმროში 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლაშა გიოცირიძის თქმით, ბენდუქიძემ გულის ოპერაცია 7 ნოემბერს შვეიცარიაში გაიკეთა. უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში კახა ბენდუქიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტის წინაშე გარკვეული საფრთხეები უკვე 2 წელია, რაც დგას.  

“ბუნებრივია, საფრთხეები ამ 2 წელიწადში ვნახეთ, რომ უნივერსიტეტს ყოველთვის ჰქონდა. ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა უნივერსიტეტი მუშაობს, სწავლა გრძელდება დღესაც კი, მიუხედავად ასეთი მძიმე დანაკლისისა. ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც წარმატებულ, ეფექტურად მომუშავე დაწესებულებას შეეფერება,“– განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

 

უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ ბენდუქიძის იდეები და პროექტები აუცილებლად გაგრძელდება.

 

“ყველა ის პროექტი, ყველა ის იდეა, რაც ხორცშესხმული იყო, რაც დაწყებული იყო, გვინდა, რომ გაგრძელდეს და ბუნებრივიც არის, ზუსტად ეგ იქნება საქმის გაგრძელება, რასაც კახა ბენდუქიძე ემსახურებოდა, რომ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა, უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც დავიწყეთ და მივიყვანოთ ბოლომდე წარმატებით,”– ამბობს ლაშა გოცირიძე

 

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, კი  თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს საფრთხე არ ემუქრებათ:

 

“უნივერსიტეტები, როგორც კახას ყველა პროექტი, არის სიცოცხლისუნარიანი, ამაზე ზრუნავდა კახა და იცოდა, რომ ეს უნივერსიტეტები უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო, ვიდრე ერთი ადამიანის სიცოხცლის ხანგრძლივობა,”– განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ნათია ხანთაძე ამბობს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში კახა ბენდუქიძეს საქართველოში ყოფნა აღარ შეეძლო:

“სამწუხარო ის არის, რომ გარდაიცვალა ბატონი კახა ლონდონში და არა საქართველოში და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საზოგადოებას. ჩემთვის ეს ერთ–ერთი სიმბოლოა ქართული საზოგადოების უსამართლობის, რომ მას აღარ შეეძლო საკუთარ უნივერსიტეტში ყოფნა იმის გამო, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიდიოდა იმაზე, რომ მან გააუმჯობესა და კორუმპირებული, დანგრეული უნივერსიტეტი აქცია თანამედროვე, წარმატებულ უნივერსიტეტად,“– თქვა ნათია ხანთაძემ.

 

ლაშა გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ ბენდუქიძის დაკავებასთან დაკავშირებით ეჭვები ლეგიტიმური იყო:

 

“ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე დახურული არ არის, ბუნებრივია, ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო მოულოდნელი დაკავება, აქედან გამომდინარე ეს ლეგიტიმური ეჭვი და ლეგიტიმური ვარაუდი იყო,”– ამბობს გოცირიძე.

 

ნათია ხანთაძე იხსენებს, რომ ბენდუქიძე უნივერსიტეტის კამპუსში მოწყობილ კაბინეტს თავის “ბოლო კაბინეტს” უწოდებდა:

 

“აქ გადმოვიდა თავისუფალი უნივერსიტეტი წელიწადნახევრის წინ და ბატონი კახას კაბინეტი რომ გაკეთდა, ამბობდა, რომ ეს არის ჩემი ბოლო კაბინეტიო”.

 

ხანთაძის თქმით, ბენდუქიძე ყველა ქართულ გაზეთს კითხულობდა:

 

“ჩემს ნაცნობებში იყო ალბათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველა გაზეთს კითხულობდა, მათ შორის ასავალ-დასავალსაც, ალიას, საქართველოს რესპუბლიკას. მერე რაღაც ისტორიებს გვიყვებოდა და სულ ამბობდა: ნათია, თქვენ არ იცით საქართველოში რა ხდება, იმიტომ, რომ არ კითხულობთ საქართველოს რესპუბლიკას. მერე რაღაც სტატიებს მოიყვანდა ხოლმე ამ გაზეთებიდან,”– ამბობს ნათია ხანთაძე.

გაზეთები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014
გაზეთები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014

“ამავე ყვითელი პრესიდან ჰქონდა ხოლმე თავის შესახებ ისტორიები ამოჭრილი და კაბინეტთან აქვს შენახული და მერე სულ ყველას გვიყვებოდა ხოლმე. მათ შორის, რას არ აბრალებდნენ ხოლმე, კალაპოტების გაყიდვიდან დაწყებული, იმასაც აბრალებდნენ, რომ ამ უნივერსიტეტში ფულს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად უნივერსიტეტში მხოლოდ ინვესტიციებს ახორციელებდა, მას მოგება და უნივერსიტეტს მოგება ამ საქმიანობიდან არ აქვს,”– განაცხადა ნათია ხანთაძემ.

კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014
კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014

კარიკატურები და გაზეთიდან ამონაჭრები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014
კარიკატურები და გაზეთიდან ამონაჭრები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014

გაზეთიდან ამონაჭერი კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014
გაზეთიდან ამონაჭერი კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014

გაზეთიდან ამონაჭერი კახა ბენდუქუძის კაბინეტში 14.11.2014
გაზეთიდან ამონაჭერი კახა ბენდუქუძის კაბინეტში 14.11.2014

კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014
კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014

კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014
კახა ბენდუქიძის კაბინეტი 14.11.2014

ფიგურები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014
ფიგურები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014

ფიგურები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014
ფიგურები კახა ბენდუქიძის კაბინეტში 14.11.2014

კახა ბენდუქიძის სამუშაო მაგიდა 14.11.2014
კახა ბენდუქიძის სამუშაო მაგიდა 14.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი