ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი და ბულგარეთი Nabucco-ს პროექტს უბრუნდებიან

5 მარტი, 2015 • • 2101
აზერბაიჯანი და ბულგარეთი Nabucco-ს პროექტს უბრუნდებიან

ბორისოვის თქმით, ის და ალიევი გეგმავენ, რომ ბრიუსელში გაემგზავრონ და ევროკომისიას პროექტი წარუდგინონ. 

 

ნაბუქოს პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო ბუნებრივი აირის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის) გავლით ავსტრიაში. პროექტის განხორციელება რამდენიმე წლის წინ გადაიდო. 

 

ნაბუქოს პროექტი რუსული პროექტ “სამხრეთ ნაკადის” ალტერნატივად მიიჩნეოდა, რომელიც 2013 წელს ევროკომისიამ გააუქმა. მის განხორციელებას პირველ რიგში რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. 

 

“აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებაში თავის როლს კვლავ შეასრულებს”, – განაცხადა ალიევმა 4 მარტის შეხვედრაზე ბულგარეთში.  

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი