ახალი ამბები

ზოოპარკის გადარჩენილი ცხოველები [ფოტო]

14 ივნისი, 2015 • • 5156
ზოოპარკის გადარჩენილი ცხოველები [ფოტო]

ლემურები
ლემურები

ლამები
ლამები

თხები და ზებრა
თხები და ზებრა

მარტორქა და ვირები
მარტორქა და ვირები

ზოლიანი ირემი
ზოლიანი ირემი

ტაპირი
ტაპირი

სპილო
სპილო

გადარჩა 6 პინგვინი 17-დან
გადარჩა 6 პინგვინი 17-დან

2 მგელი
2 მგელი

ზებრები
ზებრები

ჰიპო
ჰიპო

ირემი
ირემი

ცივეტა
ცივეტა

თეთრი ლომი
თეთრი ლომი

ნიამორები
ნიამორები

გადარჩნენ ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკის ამაღლებულ მხარეს განთავსებულ ვოლიერებში იმყოფებოდნენ, ძირითადად ჩლიქოსნები.

 

გადარჩენილია ბეჰემოტი, რომელიც სპილოს ვოლიერშია მოთავსებული, ასევე, სპილოები, ფარშევანგი, ლამები, ირმები, ზებრები, თხები, ნიამორები, ცივეტა, ლემურები, ცხენები, პონები, ერთი აფთარი, 2 მგელი, ლომების ნაწილი, ლეოპარდები, მარტორქა და 6 პინგვინი (სულ 17 პინგვინი იყო.)

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი