ახალი ამბები

თორნიკე ყიფიანი ვერ გადავიდა კონკურსის ფინალში, რომელსაც “კურკლშოუ” უწოდა

21 მაისი, 2021 • 7675
თორნიკე ყიფიანი ვერ გადავიდა კონკურსის ფინალში, რომელსაც “კურკლშოუ” უწოდა

საქართველოს წარმომადგენლი თორნიკე ყიფიანი “ევროვიზიის” ფინალში ვერ გადავიდა.

ქართველმა კონკურსანტმა “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალში სიმღერა You შეასრულა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ როტერდამში 18 მაისს გაიმართა და 16 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა: ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია და უკრაინა.

მეორე ნახევარფინალიდან კი, რომელიც დღეს გაიმართა, ფინალში გადავიდა: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთ, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი

მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“ წელს 18 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდება. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო „ევროვიზიის“ კონკურსი გადაიდო. 2020 წელსაც საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი იყო, თუმცა, სხვა სიმღერით –  Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ).

რამდენიმე თვის წინ თორნიკე ყიფიანმა საჯარო ფეისბუკ-პოსტში აგინა ხალხს “ვინც მათზე რამე ცუდს იტყვის”, ხოლო თავად ევროვიზიას „კურკლშოუ“ უწოდა. ყიფიანის გინებას არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა, მათი ნაწილი ითხოვდა, რომ ყიფიანი „ევროვიზიის“ კონკურსიდან მოეხსნათ. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც. მიუხედავად ამისა, თორნიკე ყიფიანს კონკურსში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

“კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი