ახალი ამბები

გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა – დეკანოიძე

18 მარტი, 2022 • 7791
გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ხატია დეკანოიძე იუწყება, რომ გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.

გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას, წლებია, უკრაინაში იმყოფება.

გია ლორთქიფანიძე 2015-2016 წლებში უკრაინაში იკავებდა ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას.

მას 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე.

ამავე საქმეში ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ 2022 წლის 13 იანვარს სასამართლოზე განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში გადმოყვანა მას სწორედ გია ლორთქიფანიძემ შესთავაზა.

გიორგი ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი