ახალი ამბები

აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

23 აპრილი, 2022 • 1742
აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

23 აპრილს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა.

პროცესის კულმინაციას იქ შეკრებილი ათასობით ადამიანი ელოდა სანთლებითა და ჩირაღდნებით ხელში. მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოტანილი ცეცხლი რამდენიმე წუთში ტაძარსა და მის გარეთ შეკრებილთა შორის.

მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი ადამიანის ჩარევის გარეშე ინთება, რაც ღვთიური ნიშანია. შესაბამისია რიტუალის სახელწოდებაც – “ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა”.

ცეცხლი იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, საქართველოში, გაიგზავნება.

მთავარი ფოტო: არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი