ახალი ამბები

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

3 თებერვალი, 2023 • 1199
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში.

თეატრში განსახიერებული როლები: წიწოლა(“ბახტრიონი”), ბატონი გიორგი(“მზიანი ღამე”), არჩილ ფორია(“გვადი ბიგვა”), ფირუზა(“მეტეხის ჩრდილში”), ვაჭარი ტყუილ კოტრიანცი (“ხანუმა”), ლავრენტი და მამამთილი(“კავკასიური ცარცის წრე”), I ღმერთი(“სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), II ალქაჯი (“მაკბეტი”) და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: “ჩემი მეგობარი ნოდარი”(1968), “კარდაკარ”(1960), “ფეოლა” (1970), “ვინ არის დამნაშავე”, “კაპიტნები”(1974) და სხვ. ქართული კინოსა და  თეატრისა მსახიობი. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის “ვარსკვლავი”.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 – თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2010 – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
  • 2009 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2007 – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი “იპო”
  • 1998 – ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1980 – საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 – სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1967 – საქართველოს დამსახურებული არტისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი