ახალი ამბები

გია მურღულია განათლების სამინისტროში კონსულტანტად დაინიშნა

18 აპრილი, 2023 • 1598
გია მურღულია განათლების სამინისტროში კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია დანიშნა.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ჯგუფის წევრები იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

გია მურღულია სხვადასხვა დროს იყო პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი