ახალი ამბები

ღარიბაშვილი: უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, მეტი უნდა გავაკეთოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

4 მაისი, 2023 • 658
ღარიბაშვილი: უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, მეტი უნდა გავაკეთოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს და მიდის ადამიანების გაუმართლებლად მსხვერპლად შეწირვა:

„ბოლო წლებში, რაც მსოფლიოში ხდება, ალბათ, ყველაზე დრამატული მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პანდემიის მიერ გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა მიმდინარე ფართომასშტაბიანმა სამხედრო კონფლიქტმა ევროპაში. რუსეთის შეჭრით უკრაინაში დაიწყო დიდი ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს და გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ადამიანების გაუმართლებლად მსხვერპლად შეწირვის და განადგურების შეჩერება მოითხოვს უდიდეს კოლექტიურ ძალისხმევას“, – თქვა მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეტი უნდა გაკეთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად:

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. და უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, უნდა გავაკეთოთ მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებების უზრუნველსაყოფად, რომელთა შედეგიც იქნება ხანგრძლივი და სტაბილური სამშვიდობო პირობები“.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ღარიბაშვილის ჰომოფობიური გამოსვლა CPAC-ის კონფერენციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი