ახალი ამბები

შოვში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

6 აგვისტო, 2023 • 7357
შოვში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის ცხედრის პოვნის შესახებ დაღუპულის მეგობრები ავრცელებენ.

გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა. მაშველებმა დავით ბერიაშვილის ცხედარიც იპოვეს, გიორგის დას კი ამ დრომდე ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი