ახალი ამბები

მეორადი ჯიპები „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური გარანტიით

15 აგვისტო, 2023 • 1919
მეორადი ჯიპები „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური გარანტიით

ჯიპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი ავტომობილია. მანქანის ისტორია ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან იწყება და ეს მოდელი დღემდე ძალიან აქტუალურია. მომხმარებლები ხშირად ამბობენ, რომ ჯიპის ტიპის ავტომობილი განსხვავებული და გამორჩეულია, შეიძლება ითქვას, შეუცვლელიც კი. 

Jeep-ის მოდელების უპირატესობა ცალსახად მისი უნივერსალურობაა. ესაა მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც არ უშინდება რთულ რელიეფს, მარტივად გადაადგილდება სველ, მოყინულ და მეჩხერ გზებზე. ასეთი მანქანები „მოქნილია“ ყველანაირი გზისთვის. სწორედ ამიტომ ერთგულ მომხმარებელს მარტივად იძენს. ჯიპი – ესაა კომფორტი, სიძლიერე და გარანტირებულად უსაფრთხო მგზავრობა.

საქართველოს რელიეფური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯიპი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი ავტომობილია. მომხმარებელი ხშირად ირჩევს მას როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადასაადგილებლად. მართალია, ამ ავტომობილების ფასი შედარებით მაღალია, მაგრამ მომხმარებელს მეორადი ჯიპის შეძენა ძალიან ხელსაყრელი პირობებით შეუძლია. 

მეორადი ჯიპები განთავსებულია „თეგეტა მოტორსის“ ინოვაციურ პლატფორმაზე – „თეგეტა ეფრუვდზე“. ესაა მეორადი ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისა და გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. „თეგეტა ეფრუვდი“ დაკომპლექტებულია აუქციონზე და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ავტომობილებით, რომლებსაც აქვთ სუფთა ისტორია, შემოწმებულია თეგეტას ექსპერტების მიერ და რაც მთავარია, თითოეულ ავტომობილს აქვს 5 წლამდე გარანტია, რაც ძალიან ამარტივებს შეძენის პროცესს. პლატფორმაზე ავტომობილების დათვალიერება 360 გრადუსითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს, ჩაეწეროს ტესტდრაივზე. 

თეგეტას მეორადი მანქანები

„თეგეტა ეფრუვდზე“ დაგხვდებათ ჯიპის უამრავი მოდელი, მათ შორის: 2022 TOYOTA RAV 4 XLE, 2017 LAND ROVER DISCOVERY SE, 2021 JEEP WRANGLER Rubicon, 2018 MAZDA CX-5 Touring და სხვა. 

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

toyota rav4 XLE – 2022 წლის მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ იაპონურ ავტომობილს აქვს ჰიბრიდული საწვავის ტიპი, ხოლო გარბენი – 1,203 კილომეტრი.

jeep wrangler Rubicon  – 2021 წლის მოდელი განსაკუთრებით კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად. ავტომობილი გამორჩეულია თავისი შესაძლებლობებით. გარდა ამისა, ვიზუალითაც გამოირჩევა.

land rover  DISCOVERY SE – 2017 წლის ჯიპის  მოდელი, მაღალი კლასის საოჯახო ავტომობილია, 3.0 turbo ძრავით,  კლასიკური ექსტერიერითა და ტყავის ინტერიერით. 

mazda cx 5 CX-5 Touring – 2018 წლის იაპონური ჯიპი, რომელიც ძალიან კომფორტულია და აქვს კომბინირებული ინტერიერი. ავტომობილი საიმედო პარტნიორია ნებისმიერი მგზავრისთვის. ავტომობილის გარბენი 38,024 კილომეტრია.

„თეგეტა ეფრუვდზე“ მეორადი, სასურველი ავტომობილის შეძენა ძალიან მარტივია. საკმარისია, მხოლოდ ეწვიო საიტს, შეარჩიო მანქანა და მინიმალურ დროში გახდე მფლობელი. თითოეულ მომხმარებელს შეძენა შეუძლია როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ისე განვადებითა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით.

ეწვიეთ „თეგეტა ეფრუვდის“ საიტს და შეიძინეთ მეორადი ავტომობილები საუკეთესო პირობებით: https://www.tegetaapproved.ge/ 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი