ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 სექტემბერი, 2023 • 2994
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე დაიღუპა.

ინფორმაცია, რომელსაც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებდნენ, „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

უკრაინაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნესთან ბრძოლაში დაიღუპა.

ზაქარია შუბითიძე 30 წლის იყო. ის „ქართული ლეგიონის“ სპეცდანიშნულების მე-4 ჯგუფს მეთაურობდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინაში 49 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი