🦉🦉 ბუ 🦉🦉

ანტიკური ხანიდან ბუ სწავლისა და სიბრძნის სიმბოლოა… ჩინეთში მას მიიჩნევდნენ, როგორც სიმდიდრის, ისე სიკვდილის სიმბოლოდაც…

ბერძნულ მითოლოგიაში ბუ სიბრძნის ქალღმერთ ათენასთანაა დაკავშირებული. ქალღმერთს – „ბუსთვალებასაც“ უწოდებდნენ. ბერძნულ, ვერცხლის მონეტაზე ავერსზე ათენას პროფილი იყო გამოსახული, რევერსზე კი ბუსი. ბერძნებმა ბუ სიბრძნის სიმბოლოდ, მისი ბუნებრივი ქცევის გამო მიიჩნიეს, ის მოაგონებდათ ფილოსოფოსების ცხოვრებას.

სლავებში ბუ საიდუმლო ცოდნასთან და სიმდიდრესთან იყო დაკავშირებული. მითებში ბუ იმ მცენარის დამცველად გვევლინება, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ მიწაში არსებული საგანძურის ადგილმდებარეობის გაგება.

ძველ რომში ბუს ხმა უბედურების მომასწავებლად მიაჩნდათ. ინდიელები „ეშმაკის ფრინველს“ უწოდებდნენ, კელტები „სიკვდილის ჩიტს“, ევროპაში კი ბუ კუდიანად ითვლებოდა, რომელიც წყვდიადში დაფრინავდა…

მაიას ტომების მითოლოგიაში ბუ მკვდართა სამეფოს ღმერთის ატრიბუტია. აფრიკის, აზიისა და ამერიკის მრავალი ხალხის რელიგიაში ბუ დაკავშირებულია დაკრძალვის ცერემონიასთან. კელტებისა და ეგვიპტელების რწმენით, ბუ სამყაროთა შორის კარიბჭეს იცავს და გარდაცვლილთა სულებს ადევნებს თვალს. სხვადასხვა ისტორიის თანახმად მიცვალებულის სულს ბუ უწევს მეგზურობას, რათა სული მოგზაურობის დროს არ დაიკარგოს…

შუა საუკუნეებში, ალქიმიურ ჩანაწერებში ბუს სიმბოლო, სათვალით და ანთებული ჩირაღდნითაა გამოსახული. მოგვიანებით კი წიგნიერებიზ სიმბოლოდაც იქცა…

ბუს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთანაც აკავშირებდნენ: სწავლულებთან, ღამის მოყვარულებთან, ისეთებთან, რომლებსაც ხალხმრავლობა არ იზიდავთ და სიმშვიდე უყვართ…

Published in ბუნება, განათლება, თინეიჯერული თემები
ირაკლი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

🦉🦉 ბუ 🦉🦉

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება