მარტოობა ცუდია თუ კარგი?! - ხუთი მითი ადამიანის მარტოობის შესახებ
ეს საინტერესოა - 16:48, 29 Mar, 2018     17601
მარტოობას თანამედროვე ადამიანის მთავარ პრობლემად თვლიან. მიაჩნიათ, რომ ის უკვე ეპიდემიად იქცა. არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც თითოეული ჩვენგანი თავს მარტოდ გრძნობს. ეს შეიძლება პრობლემად არა მარტო კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც იქცეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში არის მინისტრი, რომელიც მარტოობის პრობლემებს იკვლევს.


თუმცა, ისმის კითხვა, არის კი ეს ძალიან ცუდი? გთავაზობთ ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომელიც BBC-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც არ აცხადებს პრეტენზიას აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, არ არის ექიმის რჩევის ჩანაცვლება. სტატიაში განხილულია ის მთავარი ხუთი მითი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში.

1) მარტოობა - საზოგადოებისგან იზოლაციაა

მარტოობა მარტო ყოფნას არ ნიშნავს. მარტოობა გარემომცველ სამყაროსგან განკერძოებაა, ეს გრძნობაა, როდესაც შენს ირგვლივ მყოფები ვერ გიგებენ და ადამიანს არ აქვს სხვებთან ღირებული ურთიერთობები.

ე.წ. გართობა მარტოობას არ შველის. თქვენ მარტოსული იქნებით უამრავი ხალხის გარემოცვაშიც კი და პირიქით, შეგიძლიათ იყოთ უაღრესად ბედნიერი, როდესაც ირგვლივ არავინაა. კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანებისთვის დასვენების ხუთი ყველაზე პოპულარული მეთოდი მარტო ყოფნაა.

ხანდახან თქვენ მარტო ყოფნა გინდათ, მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება, რომ იყოთ იმ ხალხთან, ვინც კარგად გიგებთ, მაშინ დაგატყდებათ ხოლმე თავს მარტოობის საშინელი განცდა.

2) მსოფლიოში მარტოობის ეპიდემია მძვინვარებს

უკანასკნელ წლებში მარტოობის პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ეს იმით არ არის განპირობებული, რომ დღეს ადამიანი უფრო მარტოსულია, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ. ის ფაქტი, რომ მარტოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, იმან განაპირობა, რომ მსოფლიოს მოსახლეობამაც მოიმატა, სიცოცხლის ხანგრძლივობამაც და ამასთან ერთად, საინფორმაციო-კომუნიკაციური საშუალებების სრულყოფა მოხდა - ჩვენ მეტ ინფორმაციას ვიღებთ.

3) მარტოობა ყოველთვის ცუდია

ადამიანები მარტოობისგან იტანჯებიან. მაგრამ კარგი ისიც არის, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ამავდროულად, ყოველთვის არ არის უარყოფითი. მარტოობამ შეიძლება მოგვცეს იმის სიგნალი, რომ გარემოცვა გამოვიცვალოთ, ახალი მეგობრები შევიძინოთ, ან არსებული ურთიერთობები გავაუმჯობესოთ.

"როდესაც თქვენ გწყურიათ - ეძებთ წყალს, როდესაც მარტოობას გრძნობთ - ეძებთ ახლობელი ადამიანების კომპანიას," - აცხადებენ ფსიქოლოგები.

თუმცა, წყალი სასმელად ვარგისი უნდა იყოს.

მთავარია მარტოობა ქრონიკულში არ გადაგივიდეთ. ეს უკვე ცუდია, ამ შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება - მარტოობამ შეიძლება დაგირღვით ძილი, თავი პესიმისტურად იგრძნოთ, დეპრესიაში ჩავარდეთ.

4) მარტოობას ჯანმრთელობის გაუარესებამდე მივყავართ

ამ მითთან დაკავშირებით საქმე ოდნავ რთულადაა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მარტოობა ცუდ გავლენნას ახდენს ჯანმრთელობაზე - მაგალითად, სამჯერ იზრდება კარდიოლოგიური დაავადებები, მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

კი ბატონო, საზოგადოებიდან ამოვარდნილი ადამიანები უფრო დიდი ალბათობით ავადდებიან, თუმცა არის უკუპროცესიც - დაავადებული ადამინებს საზოგადოება უიზოლაციას უკეთბს.

აქ ერთ ფაქტორს შეიძლება გავუსვათ ხაზი - მარტოსულები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ უფრთხილდებიან თავს და აქედანაც მომდინარეობს ჯანმრთელობის პრობლემები.

5) მოხუცებულთა უმრავლესობა მარტოსულია

აქაც გარკვეული შეუსაბამობაა. კვლევები გვაჩვენებს, რომ ხანშიშესულთა 50-60 პროცენტი სულაც არ გრძნობს თავს მარტოსულად, და პირიქით - მანჩესტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პამელა კუოლტერმა კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ მარტოობის განცდის პიკი ემთხვევა ხოლმე "გაზრდის პროცესს" - გარდატეხის ასაკს, ან "ასაკის მატების სხვა, ე.წ. კრიტიკულ პერიოდებს".

- - - - - - -

დასკვნა მსოფლიოს ყველა კუთხის მცხოვრებთათვის ერთია - არ აქვს მნიშვნელობა, ასაკოვანი ხართ თუ ახალგაზრდა, თვლით თავს მარტოსულად თუ არა. მთავარია მეტი გავიგოთ ნდობის, ჭეშმარიტი მეგობრობისა და ურთიერთობების შესახებ, სწორად ამოვიცნოთ ისინი და შევიმუშავოთ პირადი მეთოდი მარტოობის დაძლევისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42