ცნობილი ლამაზმანების ტატუები
ეს საინტერესოა - 16:33, 12 Jun, 2015     14864

ტატუს ხსენებაზე არ შეიძლება ანჯელინა ჯოლი არ გაგვახსენდეს რომელსაც ლამის მთელი სხეული მოსვირინგებული აქვს.

ზურგზე მსახიობს ბენგალური ვეფხვი აქვს ამოსვირინგებული, ზემოთ-შუმერული შელოცვა, რომელიც მის შვილებს უბედურებისგან იცავს. ზურგზე, ასევე აქვს წარწერა - „იცოდე შენი უფლებები”. და ბოლოს, მარჯვენა ხელზე - იმ ადგილის კოორდინატები, სადაც მისი თითოეული შვილი დაიბადა.

ლედი გაგას მარცხენა ხელზე მისი საყვარელი პოეტის სიტყვებს ამოიკითხავთ: „და ღამის ყველაზე ბნელ წამს აღიარე: მოკვდები თუ არა, თუ ქმნას აგიკრძალავენ? შენს გულს ჩაუღრმავდი, სადაც ფესვები გაუდგამს პასუხს და ჰკითხე თავს:უნდა შექმნა თუ არა?” .

ვიქტორია ბექჰემმა თავისი ქმრის დევიდ ბექჰემის პატივსაცემად გაიკეთა ტატუ კისერზე. ეს არის სტრიქონები ”სოლომონის სიმღერათა სიმღერიდან”, რომელიც იუწყება: ”მე ვეკუთვნი ჩემს შეყვარებულს, ჩემი შეყვარებული კი მე, ის შროშანებს შორის მწყემსავს”.

მომღერალ რიანას კისერზე ვარსკვლავები აქვს ამოტვიფრული, მარჯვენა ბეჭზე კი დიდი ასო R აქვს დატანილი. მარჯვენა ხელსა და მკერდის მარჯვენა მხარეს ამობრუნებული ასოებით ისე აწერია, რომ სარკეში ცახედვის დროს შეძლოს მისიწაკითხვა ”წარუმატებლობა- არასოდეს, ეს მხოლოდ გაკვეთილია.”

*მოდელ ადრიანა ლიმას მარცხენა ფეხს საგვარეულო მონოგრამა უმშვენებს. ამ ლამაზ ტატუს მოდელი სიამოვნებით წარმოაჩენს ჩვენებები დროს

ეკლიანი მავთულის სახის ტატუ პამელა ანდერსონისთვის ნამდვილად საბედისწეროდ იქცა. ეს ტატუ ტომი ლისთან ქორწინების შემდეგ მექსიკაში გაიკეთა. წყვილი ტატუ-სალონში გაეშურა, რომელშიც ოსტატმა ჯერ ტომის გაუკეთა სვირინგი, მერე კი, ისე რომ ნემსი არ გამოუცვლია პამელას. ამ ტატუს შემდეგ მსახიობს ქმრისგან C ჰეპატიტი გადაედო.

პენელოპა კრუსის სხეულზე არსებული ტატუს ”883” მნიშვნელობის შესახებ ბევრი ლეგენდები დადის. ვიღაცამ თქვა რომ ეს ადგილის კოდია, სხვამ რომ ეს - ბედნიერი რიცხვია, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ორივე ვერსია მცდარია და ტატუს საიდუმლოს მინც არ ამხელს.

*როგორც ყველას მის ოჯახში, კელი ოსბორნსაც აქვს ტატუები. მაგალითად, მის ზურგზე ანგელოზის ფრთები იწონებს თავს და წარწერა ფრანგულ ენაზე ”მე მიყვარს დედიკო”. გოგონას მარცხენა ხელს უმშვენებს წარწერა”მამა”, ასე რომ, ნაწყენი არც ერთი მშობელი არ დარჩა.

*სკარლეტ იოჰანსონისაკუთარ ტანს მხიარული ნახატების ტილოდ იყენებს. მარცხენა მხარზე დაისი აქვს ამოსვირინგებული, რომელიც მსახიობის თქმით, მას ბედნიერებას ანიჭებს.

მეგან ფოქსს მარჯვენა მხარზე აქვს წარწერა “We will all laugh at gilded butterflies”. რომელიც ძველი ინგლისურით, გოტიკურ სტილშია დაწერილი. ამავე სტილში შესრულებილი წარწერით აქვს ტატუ მარცხენა ფერდის მხარეს: “there once was a littlegirl who never knew love until a boy broke her HEART” (იყო პატარა გოგო, რომელმაც არ იცოდა სიყვარული, სანამ ბიჭმა არ გაუტეხა გული”) ასევე მარჯვენა მკლავზე ჰქონდა მერლინ მონროს გამოსახულების ტატუ, რომელიც მოიშორა. ფეხზე აქვს ვარსკვლავის და მთვარის გამოსახულების ტატუ. კისრის მარჯვენ მხარეს აქვს სიძლიერის სიმბოლო, ჩინური იეროგლიფით შესრულებული.

წყარო:intermedia.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42