|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის გადაეცემა საახალწლო ნობათები? - სოციალური აქციით იმერეთში 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს

 მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლო ნობათები გადაეცემათ. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. 

"ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა. ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა