|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის დირექტორის პოსტს კვირის ბოლოს დაუბრუნდება

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი ხატია ვედმედევა თავის ძველ პოსტს შესაძლებელია ამ კვირის ბოლოს დაუბრუნდეს. ვედმედევას თქმით, ის მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების  ოფიციალური დოკუმენტის გადმოცემას ელოდება, რომელი მიხედვითაც თბილისის საქალაქო  სასამართლომ  მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.

თუმცა სასამართლომ  მოპასუხე მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორი კვირიანი ვადა მისცა. „მაგრამ გასაჩივრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში,  თუკი რაიმე ახალი გარემოება აღმოჩნდება. ის გარემოებები, რაც მიწოდებული იყო სასამართლოზე არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემს გასათავისუფლებლად. სამინისტროს გასაჩივრების ვადა აქვს ორი კვირის განმავლობაში. მაგრამ თუკი 4 თვეში ვერაფერი მოიძიეს, საეჭვოა ამ ორ კვირაში მოახერხონ, იმიტომ რომ ასეთი გარემოებები უბრალოდ არ არსებობს", -აღნიშნა ხატია ვედმედევამ.  

ოპერის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ჯერ არ მიუღიათ, ოფიციალურ საბუთს ხვალ ელოდებიან. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა