|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, შპს "პალადა" შეასრულებს

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, შპს "პალადა" გააგრძელებს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ის ერთადერთი მონაწილეა.

კომპანია ორიათას ექვს წელს თბილისში არის რეგისტრირებული. მან 809 204 ლარიან ტენდერში 757 000 ლარი დააფიქსირა. ამ დროისთვის სატენდერო სააგენტოს მიერ მონაწილის შერჩევა მიმდინარეობს. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიას  ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების გაგრძელება მოუწევს.

ქუჩაზე სამუშაოები ივნისში შეწყდა, რადგან გამარჯვებულმა კომპანიამ თანაშრომელების დავალიანება ვერ დაფარა. მერიამ კომპანია "ჯეო სერვისს" ხელშეკრულაბ შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა. კომპანიამ მერისგან ორასოცდათორმეტი ათასი ლარი მიიღო, მერიაში აცხადებენ, რომ ამ ღირებულეის სამუშაეობი შესრულებულია. 

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და  ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერიამ კომპანიას ვადა სექტემბრამდე გაუხანგრძლივა, რაც ოპოზოციის კრიტიკის მიზეზი გახდა.  ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები ორ თვეში უნდა დასრულდეს. 

ავტორი: ნიუპრესი