მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაზე მოთხოვნადი სმარტ საათები

ყველაზე მოთხოვნადი სმარტ საათები

სმარტ საათი არა მარტო საჭირო, არამედ ტრენდული ნივთია. ის დროის ჩვენების გარდა, ბევრ საჭირო ინფორმაციას აწვდის მფლობელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური აქტივობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, სწორედ ამიტომ მათ ჭკვიან საათებსაც კი უწოდებენ.

ჭკვიანი საათს გააჩნია სენსორული ეკრანის ინტერფეისი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ის გთავაზობთ დამატებით შესაძლებლობებს სტანდარტული საათების მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებთან ერთად.

როგორც წესი, სმარტ საათი ინტეგრირებულია ტელეფონთან, რის შედეგადაც შეგიძლიათ, ხელის შეხების გარეშე ისეთი მოქმედებების შესრულება ტელეფონში, როგორიცაა ზარებზე პასუხი, გადარეკვა, სმს-ების მიღება, პასუხის გაცემა და.ა.შ.

სმარტ საათის შერჩევისას მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალი და გამძლე ბატარეაა.

ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge სმარტ საათების დიდ არჩევანს გთავაზობთ. გაყიდვაშია როგორც ბიუჯეტური მოდელები, რომლებსაც სტანდარტული მახასიათებლები აქვს (გულისცემის მონიტორინგი, შეტყობინებების-ზარის მიღება, ძილისა და საქმიანობის მონიტორინგი), ასევე პრემიუმ კლასის ჭკვიანი საათები, რომლებიც დატვირთულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლით.

ჭკვიანი საათის ღირებულებაზე გავლენას ახდენს მასალა, რისგანაც დამზადებულია მისი კორპუსი, სამაგრი, დისპლეის ტიპი. უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს კი აქვთ ტენიანობისა და დარტყმისგან დაცვის სისტემა.

Apple და Samsung ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც, სმარტ საათების წარმოება დაიწყეს და დღემდე მათი მოდელები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფუნქციური თვალსაზრისით დახვეწილია და ფასიც სხვებთან შედარებით მაღალი აქვს.

თუმცა, ასევე არსებობს ბიუჯეტური ვარიანტები, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეული xiaomi-ს ჭკვიანი საათები, რომელიც ბაზარზე მრავალწლიანი არსებობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ, მოკლე პერიოდში შეძლო საკუთარი, ღირსეული ადგილის დაკავება და გაყიდვების თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ლიდერია.

თუ Apple და Samsung სმარტვოთჩების შესაძენად რამდენიმე ათასი ლარი გჭირდებათ, xiaomi, haylou, hop-la, realme, gelius, redmi გაცილებით უფრო დაბალ ფასებში წარმოგიდგენთ ამ ტიპის გაჯეტებს.

სმარტ საათებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ჭკვიანი საათები, რომლებიც მშობლებს აძლევს საშუალებას gps - ის საშუალებით აკონტროლონ ბავშვის ადგილმდებარეობა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში sos ღილაკის მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვმა მშობელს, რომ დახმარება სჭირდება, უპასუხოს ან დარეკოს მაშინ, როცა ფიზიკურად ტელეფონი არა ექნება ახლოს და.ა.შ.

დაკავებული მშობლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილებთან ერთად სკოლასა თუ სხვადასხვა წრეებზე სიარულს, სმარტ საათი იდეალური საშუალებაა, მუდმივად აკონტროლონ შვილები და იცოდნენ მათი გადაადგილების განრიგი.

ექსტრა გაძლევთ საშუალებას, სმარტ საათი შეარჩიოთ ონლაინ, შეიძინოთ განვადებით ან პირდაპირი გადახდით და დაელოდოთ კურიერს, რომელიც სრულიად უფასოდ მოგიტანთ შეკვეთას იქ, სადაც გაგიხარდებათ. 

ეწვიეთ Extra.ge - ს და შეარჩიეთ თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებაზე მორგებული სმარტ საათები.