მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით კიდევ 6 ლოკაციაზე განთავსდა

დღეიდან თბილისში, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით  კიდევ  6 ლოკაციაზე  განთავსდა
1630583992
COVID-19

დღეიდან, აცრის მსურველებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:

✔️ საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
✔️ გლდანი - სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
✔️ სამგორი - ისთ ფოინთი - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)
✔️ სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
✔️ ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
✔️ მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

თბილისის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც.

✔️ ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ).
✔️ მე-12 მიკრორაიონი N24 - 23ე საშუალო სკოლის წინ.
✔️ მე-19 მიკრორაიონი, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:000-მდე იმუშავებენ:

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“ - ზაზა წერეთელი

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 23 916 ადამიანი აიცრა