მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში მარიუპოლი 118-ჯერ დაიბომბა

მარიუპოლი

რუსმა ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში მარიუპოლი 118-ჯერ დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა

მისივე თქმით, მარიუპოლის გარდა იბომბებოდა ლუგანსკის ოლქიც, სადაც რუსების მორიგ თავდასხმისას ხუთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. 

„რუსეთის არმიის გუშინდელი დაბომბვის შედეგად რუბეჟნოეში, ლისიჩანსკში, პოპასნაში, სევეროდონეცკსა და ტოშკივკაში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად 11 სახლი განადგურდა. დაშავდა ხუთი და დაიღუპა ერთი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

დენისოვამ საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს დახურონ ცა უკრაინის თავზე და მოგვაწოდონ იარაღი აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან საბრძოლველად“, - განაცხადა დენისოვამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

📣 „ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში ამერიკულ მედიას ვადანაშაულებ“ - მარია ზახაროვა

📣 პუტინმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე თავდასხმა - CNN

📣 მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

📣 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

📣 „სასაფლაოზე რომ ვიქნები, იქიდანაც მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და სიგნალებს მოგაწვდით“ - ვლადიმერ ჟირინოვსკის ცნობილი ფრაზები

📣 ბელარუსში ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული ტექნიკის უკრაინაში გადასროლას ხელს უშლიდნენ

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)