მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეამ რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების კერვა დაიწყო - მედია

ბელარუსი სამხედროები

ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ქარხანა უკვე ჩაერთო რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების დამზადებაში. ამისთვის მასალებს რუსეთი აწვდის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ აზიის გამოცემა წერს.

ამ მონაცემების მიხედვით, სულ მცირე სამმა ქარხანამ ფხენიანში და დაუზუსტებელმა რაოდენობამ სხვაგან დაიწყო რუსი სამხედროებისთვის უნიფორმების კერვა. შემდეგ ისინი რკინიგზით რუსეთში უნდა გაიგზავნოს.

ამ ინფორმაციის სიზუსტეზე შეიძლება ისიც მიუთითებდეს, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ რუსეთი „დაინტერესებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენით“ ჩრდილოეთ კორეიდან.

გაეროს 2017 წლის სექტემბრის 2375 რეზოლუცია კრძალავს ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თურქეთმა რუსული გაზის ნაწილის საფასურის გადახდა რუბლებში დაიწყო - Reuters

👉 „კადიროვი მებრძოლების დიდ ნაწილს ინახავს პირადი უსაფრთხოებისთვის“ - ანზორ მასხადოვი

👉 „ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი“ - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მონაწილეობას მიიღებს

👉 „აშშ და დასავლეთის ქვეყნები ნეოკოლონიურ შეხედულებებს იცავენ, არ სურთ, გაითვალისწინონ სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია და ნება“ - დიმიტრი მედვედევი