მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის მარიუპოლი ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის? - „პუტინი უკრაინის სანაპირო ზოლს უყურებს როგორც „ნოვორასიას“

უკრაინის ომი, მარიუპოლი

მარიუპოლი ის ქალაქია, რომელსაც ყველაზე მეტი რუსული ბომბი მოხვდა და ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის. რუსული თავდასხმების დიდი ნაწილი სწორედ ქალაქ მარიუპოლზე მოდის. 

მარიუპოლი ეს არის მოსკოვის სამხედრო კამპანიის გასაღები, მაგრამ რატომ? 
არსებობს ძირითადი მიზეზი, რის გამოც საპორტო ქალაქის აღება ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება რუსეთისთვის, ხოლო უკრაინისთვის დიდი დარტყმა. 

ყირიმსა და დონბასს შორის სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფა

➖ გეოგრაფიულად, ქალაქ მარიუპოლს რუკაზე მხოლოდ მცირე ტერიტორია უკავია, მაგრამ ახლა ის ჯიუტად დგას რუსეთის ძალების გზაზე, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულიდან გამოვიდნენ.

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი  დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული ძალების სარდლობის ყოფილი მეთაური - ამბობს, რომ მარიუპოლის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. 

„როდესაც რუსები იგრძნობენ, რომ წარმატებით დაასრულეს ეს ბრძოლა, დაასრულებენ სახმელეთო ხიდს რუსეთიდან ყირიმამდე და ამას ხედავენ, როგორც მთავარ სტრატეგიულ წარმატებას“, - აცხადებს სერ რიჩარდ ბარონსი. 

მარიუპოლის ხელში ჩაგდების შემთხვევაში სრულად აიღებს კონტროლს უკრაინის შავი ზღვის ზოლის 80%, ამის შემდეგ მისი უკრაინის იზოლირებას მოახდენს მსოფლიოსგან. 

უკრაინამ პირობა დადო, რომ დაიცავს ქალაქს სისხლის ბოლო წვეთამდე. 

უკრაინის ეკონომიკის დახრჩობა

➖ მარიუპოლი დიდი ხანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტია აზოვის ზღვაზე თავისი ღრმა ნავმისადგომებით.

ეს არის ყველაზე დიდი პორტი აზოვის ზღვის რეგიონში. არასაომარ ვითარებაში მარიუპოლი უკრაინის ფოლადის, ქვანახშირისა და სიმინდის ძირითადი საექსპორტო კერა იყო ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

მოსკოვის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიიდან 2014 წელს, ქალაქი უხერხულად არის მოქცეული ამ ნახევარკუნძულზე მყოფ რუსულ ძალებს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში კრემლის მომხრე სეპარატისტებს შორის.

მარიუპოლის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება უკრაინის ეკონომიკისთვის.

მარიუპოლშია აზოვის პოლკი. აზოვის პოლკი საბაბს აძლევდა ოფიციალურ მოსკოვს ეთქვა მოსახლეობისთვის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მან უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა, იქ არიან იმისთვის, რომ გაათავისუფლონ მეზობელი „ნეონაცისტებისგან“. 

პუტინის მიზანი 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ამ ყველაფერს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის ხედავს უკრაინის შავი ზღვის სანაპირო ზოლს, როგორც ნოვორასიას (ახალი რუსეთი) - რუსული მიწები, რომლებიც თარიღდება მე-18 საუკუნის იმპერიით.

პუტინს სურს ამ კონცეფციის აღორძინება, „რუსების გადარჩენა კიევის პროდასავლური მთავრობის ტირანიისგან“.უკრაინელებისთვის, მარიუპოლის დაკარგვა იქნება დიდი დარტყმა როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.