მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში საბრძოლო ხომალდს გეების უფლებებისთვის მებრძოლის სახელი დაარქვეს

გეის სახელი დაარქვეს საბრძოლო ხომალდს

აშშ-ის საბრძოლო ხომალდს გეების უფლებებისთვის მებრძოლის, ჰარვი მილკის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ტანკერს გეების უფლებებისთვის მებრძოლის, ჰარვი მილკის სახელი დაარქვეს, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოკლეს. „ისეთი ლიდერები, როგორიცაა ჰარვი მილკი, გვასწავლიან, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ერის ძალას და სულისკვეთებას აძლიერებს“, - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მინისტრმა კარლოს დელ-ტორომ.

ჰარვი მილკი სან-ფრანცისკოს საქალაქო საბჭოში 1977 წელს აირჩიეს. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ღია გეი-პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ოფიციალური თანამდებობა დაიკავა. მილკი კორეის ომის დროს საზღვაო ძალებში მსახურობდა. 1978 წელს ის აშშ-ში მოკლეს.