მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში ოპერაციის შემდეგ სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად დაინახეს

ტყუპები ისრაელიდან

ერთი წლის სიამის ტყუპებს, რომლებიც დაბადებიდან სხეულის რამდენიმე ნაწილით ერთმანეთთან ფიზიკურად იყვნენ დაკავშირებულნი, მათი განცალკევების მიზნით იშვიათი ოპერაცია ჩაუტარდათ და პირველად დაინახეს ერთმანეთი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გოგონები ამჟამად თავს კარგად და ჯანმრთელად გრძნობენ.

აღნიშნული ოპერაცია ისრაელში პირველად ჩატარდა და მასში თორმეტი ექსპერტისგან შემდგარი გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 12 საათის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ წარმატებული შედეგი მიეღოთ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 ასეთი ოპერაციაა ჩატარებული.