მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომი გარდაუვალია“ - ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი

კანგ სუნ ნამი

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის კანგ სუნ ნამის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომი გარდაუვალია და მისი დაწყება მხოლოდ დროის საკითხია. RIA Novosti-ის ცნობით, ამის შესახებ მან მოსკოვის XI საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა. 

„კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომი იქცა არა იმ განხილვის საგნად - იქნება თუ არა ის, არამედ საკითხი იმაში მდგომარეობს - ვინ და როდის დაიწყებს მას. ამერიკის შეერთებული შტატების და კორეის რესპუბლიკაში მისი მარიონეტების ბირთვული მანია კორეის ნახევარკუნძულს და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას ბირთვული ომის ახალ კერად აქცევს“, - განაცხადა კანგ სუნ ნამმა.