მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის უშიშროება: საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რუსეთში სიტუაციის არევის მცდელობები იქნება

რუსეთის უშიშროების საბჭო

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევის მცდელობები იქნება. როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე ნაილ მუხიტოვი ამბობს, ამის უკან დასავლეთი იდგება. 

„რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში დასავლეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია შეარყიოს“, - აცხადებს მუხიტოვი. 

მისივე თქმით, მოწინააღმდეგეები რუსეთის მრავალეროვნულობას მის „აქილევსის ქუსლად“ მოიხსენიებენ. მან მაგალითად მოიყვანა გასული წლის ბოლოს დაღესტანში მომხდარი მოვლენები, რაც მისივე მტკიცებით, დასავლური დაზვერვის სამსახურების მიერ იყო პროვოცირებული. 

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში გაიმართება.