მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკუთარი სურვილით დაუთმო სპიკერის სავარძელი უსარგებლო დეპუტატს [გავრილოვს] - კასიანოვი კობახიძეზე

ანდრეი კასიანოვი

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარი თქვეს კიევში ჩასვლაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად. მისივე თქმით, „ოცნების“ წევრები ცდილობდნენ, „დაემალათ“ უკრაინის უმაღლესი რადას მოსაწვევი. კასიანოვის სიტყვებს ekhokavkaza ციტირებს.

გამოცემის ცნობით, კასიანოვმა, ასევე, კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ მომენტში, რუსეთი უკრაინაში უპირატესობას ფლობდა.

„სამწუხაროდ, არ გავუკვირვებივართ იმ პოლიტიკოსის მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც საკუთარ თავს ქართველს უწოდებს, თუმცა, მანამდე საკუთარი სურვილით დაუთმო პარლამენტის სპიკერის სავარძელი, რომელიც ქართველმა ხალხმა ანდო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსარგებლო დეპუტატს [სერგეი გავრილოვს]“, - განაცხადა კასიანოვმა. 

მისივე თქმით, ზოგიერთი დეპუტატი „უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე ცეკვავს“.

„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ცალკეული პროსამთავრობო დეპუტატები აგრძელებენ რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს ჰანგებზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

ასეთ სავარძლის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რომ გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქის და სოფლის გათავისუფლება, მათ შორის, ისეთი ქალაქისა, როგორიცაა ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს“, - ამბობს დიპლომატი.

იხილეთ ასევე:

👉 ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, ისევე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა - შალვა პაპუაშვილი

👉 მაშინ, როდესაც ალყაშემორტყმული კიევი იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები, ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა - შალვა პაპუაშვილი

👉 რუსეთმა უნდა დაივიწყოს საქართველოს, ლატვიის, ვილნიუსისა და კიევის შესახებ - ზელენსკი

👉 იწყება ომის ახალი პერიოდი, რომლის მიზანიც გამარჯვებაა - რეზნიკოვი