მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემი პოლიტიკური ცხოვრება აღარ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ - ნუგზარ წიკლაურმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. 

წიკლაურმა პარტიის ახალი მმართველობა გააკრიტიკა და წასვლის მიზეზადაც  ახალი ხელმძღვანელობა დაასახელა.

დიახ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ვტოვებ „ნაცმოძრაობას“. „ენმ“-ს დღევანდელმა მმართველობამ, მისმა  მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია და ტრადიციები, ძირი გამოუთხარა საკუთარ ფუნდამენტს. უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია. ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრას“ ეთერში.