მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მიშა ფეიქრიშვილი ინიშნება

მიშა ფეიქრიშვილი

ახლად დამტკიცებული მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

newshub.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ინიშნება. ის ამ პოსტზე ნინო გიორგობიანს ჩაანაცვლებს.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი დატოვოს რევაზ ჯაველიძემ.

ცნობისთვის, მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად 2023 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე ის პარლამენტში მუშაობდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ფეიქრიშვილი წლების წინ მუშაობდა „რადიო იმედში“, შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი გახდა.