მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის - ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი

შალვა პაპუაშვილი

„არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გრძელდება რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა არის ამ ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სირთულეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენცია 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ დასრულდეს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი.

გლობალურ და, განსაკუთრებით, რეგიონულ დონეზე, 2023 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე გამოდგა. კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში, გამძაფრდა კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კვლავ არასტაბილურია მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას აქვს გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და სავაჭრო ლანდშაფტის რადიკალურად შეცვლის და შესაძლებლობების ბევრი ახალი ფანჯრის გახსნის რესურსი. ამიტომ მოუთმენლად ველოდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და ძალისხმევას არ ვიშურებთ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.