მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უთანხმოება, გაუგებრობა უნდა გადავდოთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე, 36 კუბო ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან - კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

„ჩვენ ვგრძნობთ სოლიდარობას, უთანხმოება, გაუგებრობა უნდა გადავდოთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე“, - ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. 

კასიანოვის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება. 

ამასთან, კასიანოვი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული ოჯახის და ნატოს სრულყოფილი წევრები გახდებიან. 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობისთვის. ჩვენ  ვაფასებთ საქართველოს მოხალისეების წვლილს, ჩვენს საერთო მტერთან  ბრძოლაში. სამწუხაროდ, 36 კუბო ჩამოვიდა უკვე საქართველოში. ჩვენთვის ისინი არიან ნამდვილი გმირები. ვიცი, რომ საქართველოს მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. 

მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ რთულ დროში შეიარაღებული და განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, ორმხრივი მხარდაჭერა ყველა საკვანძო საკითხებში, რომელიც დგას დღის წესრიგში.

უთანხმოება, გაუგებრობა, ჩვენ ყველაფერი უნდა დავტოვოთ, გადავდოთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე. ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის და ნატოს სრულყოფილი წევრები. ჩვენ ბავშვებს ექნებათ მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასე იქნება“, - აცხადებს ანდრეი კასიანოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️ რუსეთს არ აქვს სრული კონტროლი სოლედარსა და ბახმუტზე, სასტიკი ბრძოლა გრძელდება - კირბი

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ