მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე შესაძლოა, ქილერმა შეცდომით მოკლა და რეალური სამიზნე სხვა „კანონიერი ქურდი“ იყო

რეზო ლორთქიფანიძე, „კანონიეწრი ქურდი“

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, ტრაბზონში მოკლული ქართველი „კანონიერი ქურდის“, რეზო ლორთქიფანიძის გარემოცვაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, შესაძლოა, შეცდომით მოკლეს.

რეალური სამიზნე კი შეიძლება, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ - როინ უგლავა, იგივე მათევიჩი იყო. უგლავა ლორთქიფანიძის მეზობლად ცხოვრობდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მკვლელობის დღეს რეზო ლორთქიფანიძე და როინ უგლავა ლორთქიფანიძის მანქანით ერთად გავიდნენ. სახლში მარტო დაბრუნებულ რეზო ლორთქიფანიძეს კი ჩასაფრებულმა ქილერმა ცეცხლი მგზავრის მხრიდან გაუხსნა, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, „მათევიჩი“ უნდა ყოფილიყო.

პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა. ისინი რუსები აღმოჩნდნენ - ნაბო და რედუან მუსტაფაევები.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პოლონეთი აპირებს უკრაინას 14 „ლეოპარდის“ ტანკი გადასცეს - ანჯეი დუდა

👉 რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვია - რუსული მედია

👉 ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ტრიბუნებზე რუსული დროშის გამოფენა აკრძალეს - BBC

👉 ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან 12-ზე მეტ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა - The Independent

👉 „ჩვენ გვესმის, რომ რუსები ემზადებიან ე.წ. უკიდურესი გარღვევისთვის“ - ოლექსი დანილოვი