მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

წმინდა გიორგის ფრესკა

6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეა.

საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.

წმინდა გიორგი კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს იგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდანი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.