მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო უწყება ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს. ამის შესახებ Pia.ge-ს საგარეო უწყებაში განუცხადეს.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ცნობისთვის, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 5 იანვარს გავრცელდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ლიზა ქისტაურის გარდაცვალების მიზეზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის მკვლელობა დაადასტურა

👉 „აქ ლაპარაკია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე, შეგუება არ არის იქ ნახმარი“ - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილზე

👉 პრიგოჟინი დაინტერესებულია ბახმუტში არსებული მარილისა და თაბაშირის საბადოების კონტროლით - Reuters

👉 კარგი ამბების კასკადი იარაღის შესახებ... ასეთი ამბების შემდეგ კრემლში კბილების ღრჭიალი და rosTV-ზე ტირილი უფრო და უფრო ძლიერდება - დმიტრო კულება

👉 გიგიშა არის ბუტას ბავშვობის მეგობარი და გასაკვირი ის კი არ არის მერაბიშვილის დანახვაზე რომ ემოციები ვერ შეიკავა, არამედ, ამდენი ტრაგედიის ჩამდენი ნაცები ხალხს როგორ ენახვებიან - ია მეტრეველი