მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თემურ მღებრიშვილი - უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, გურიაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ

თემურ მღებრიშვილი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუკი დადგება, მზადყოფნაში ვართ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.