მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წინასაახალწლოდ წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება

 წიწვოვანი მცენარეები

წინასაახალწლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ნუ მოჭრი ნაძვს“, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.

წიწვოვანთა უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში, 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.