მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: ვისაც თავისუფლების გარემოდან მონობის, ტრანსგენდერთა ხილვადობისა და გენდერულ მრავალფეროვნებაში გადანაცვლება მოუნდება - ვაზიანში აშენდება ულტრათანამედროვე აეროპორტი, მანამდე კი ძველით ისარგებლონ

ხალხის ძალის წევრი

„ყველაზე ნათელი ვერდიქტია პარტიების რეიტინგების უკანასკნელი მაჩვენებელი, სადაც ხელისუფლებას მყარი 60 პროცენტი უკავია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ნაცსექტა კი, თავისი 12 პროცენტით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსადგენად უნდა მოემზადოს, რაც გარდაუვალი პროცესია.

„ურთულესია მართლმადიდებლურ-მორალურ-ზნეობრივ გარემოში სახარებისეული ფასეულობების ჩანაცვლება ინსტინქტებითა და ვერცხლისმოყვარეობით, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ეს ფასეულობები არ იცი, არ გესმის, არა გწამს. წარმოუდგენელი ამოცანაა, კონკრეტული გრანტიჭამიების უკვე შეძენილ და მომავალში შესაძენ ქონებას იცავდე „ეროვნული" თუ „ევროპული" კატეგორიებით. „ეს ის არ არის, საყვარელო, რაც შენ იფიქრე", - ამ წინადადებით სრულდება ბევრი კლასიკური ანეკდოტი.

ამ ანეკდოტური ფრაზით იწყებენ დღეს თავის ახალ „განმარტებით" კამპანიას „გამჭვირვალობის კანონის" თაობაზე: „ეს ის ევროპული არაა, თქვენ რომ გგონიათ - ის სულ სხვაა". ამ და სხვა მსგავს უსუსურ მცდელობებზე ყველაზე ნათელი ვერდიქტია პარტიების რეიტინგების უკანასკნელი მაჩვენებელი, სადაც ხელისუფლებას მყარი 60 პროცენტი უკავია.

ნაცსექტა კი, თავისი 12 პროცენტით, უნდა მოემზადოს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსადგენად, რაც გარდაუვალი პროცესია. მანამდე კი ვერც ერთი უსამშობლო წურბელა ვეღარ დაასრულებს წამოწყებულ მშენებლობებს ლგბტ პროპაგანდისთვის მიღებული შავი ფულით - ერთიც აიკრძალება ქვეყანაში და მეორეც. ხოლო ვისაც თავისუფლების გარემოდან მონობის, ტრანსგენდერთა ხილვადობისა და გენდერულ მრავალფეროვნებაში გადანაცვლება მოუნდება - ვაზიანში აშენდება ულტრათანამედროვე აეროპორტი, მანამდე კი ძველით ისარგებლონ“, - წერს დავით ქართველიშვილი.