მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენო პეტრიაშვილი ფინალში ამერიკელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება

გენო პეტრიაშვილი
1628229735
სპორტი

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გაიმართავს. საქართველო კიდევ ერთი ოქროს მედლის მოლოდინშია. ქართველი სპორტსმენი 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში 21 წლის ამერიკელ გეიბლ სტევსონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ირანელი მეტოქე 6-3 დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე დაამარცხა ჩინელი და ეგვიპტელი სპორტსმენი.

ინფორმაციისთვის, დღეს 95 კილოგრამ კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე მოქმედ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა, ამიტომ ის ხვალ დილიდან ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას.