მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქი ბიზნესმენის მანქანების კოლექცია, მანეკენი სახელად კოვიდ 19, ხეზე მძინარე დათვი - 28 დეკემბრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან Pia.ge

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 28 დეკემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

მეხანძრე კონტეინერების საწყობში ხანძარს აქრობს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანძარი ისრაელის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია.
სირია📸SANA/Reuters

პალესტინელი ქალები ისრაელელ ჯარისკაცებს მშენებარე სახლის დანგრევის დროს შეეჯახნენ. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მშენებლობა აუცილებელი ნებართვის გარეშე აშენდა.
ჰებრონი, დასავლეთ სანაპირო📸Abed Al Hashlamoun/EPA

დეპუტატების დაპირისპირება იორდანიის პარლამენტში.
ამანი, იორდანია📸AFP/Getty Images

უსახლკარო ბავშვები რიგში დგანან, რათა საქველმოქმედო ორგანიზაციისგან საკვები მიიღონ.
კოლკატა, ინდოეთი📸Bikas Das/AP

მანეკენი სახელად კოვიდ 19. ქალმა მანეკენი 31 დეკემბრის ღამეს სიმბოლურად უნდა დაწვას.
ნიკარაგუა📸Oswaldo Rivas/AFP/Getty Images

ავტომობილებში მყოფი ადამიანები კოვიდ 19-ის ტესტირების ჩასატარებლად რიგს იკავებენ.
აშშ📸Bing Guan/Reuters

დატბორილი ქუჩები ბრაზილის ერთ-ერთ პატარა ქალაქში.
ბრაზილია📸Amanda Perobelli/Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას ესწრება. ჩრდილოეთ კორეა📸KCNA via KNS/AFP/Getty Images

ხეზე მძინარე დათვი ვირჯინიაში.
აშშ, ვირჯინია📸Stephen M Katz/AP

შურთხი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან.
საქართველო📸Nika Kerdikoshvili

მანქანები იზმირელი ბიზნესმენის, ენგინ ტურჰანის კოლექციიდან.
ანკარა, თურქეთი📸Anadolu Agency/Getty Images