სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ფერადს მეძახდი და გამაშავე, ჩვენი ბოლო ჩახუტება ცრემლიანი იყო... მაპატიე, რომ ვერ გიშველე“ - 21 წლის რატი თოდუას მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება

    „ფერადს მეძახდი და გამაშავე, ჩვენი ბოლო ჩახუტება ცრემლიანი იყო... მაპატიე, რომ ვერ გიშველე“ - 21 წლის რატი თოდუას მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    21 წლის რატი თოდუას, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა და იტალიაში გარდაიცვალა, მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება.

    „თითქოს ჩვენზე ყველამ გაიგო, მაგრამ ჩვენს შორის კავშირი მე და შენ ვიცით მხოლოდ. პატარავ, შენი ცოლობით ვარ ყველაზე ამაყი, რამდენჯერაც ამბობენ ჩემზე, ეს არის რატის ცოლი, ჩემი სიამაყე მატულობს... რამდენი სიტყვა იქნება საკმარისი ყველაფრის სათქმელად? უთვალავი... ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა ხარ.

    გაბრაზებული სხვა ოთახში გავდიოდი და დიდ ტექსტს გწერდი, ახლაც ამას ვაკეთებ, ეს ჩვევა ბოლომდე გამყვა.
    პატარავ, ფერადს მეძახდი და გამაშავე, შენზე არ ვბრაზობ, ვიცი, არ გინდოდა, ვიცი გეცოდები, ვიცი, გრცხვენია, ჩემი დატოვების ვიცი, ყველაფერი ვიცი...

    ჩვენი ბოლო ჩახუტება შენთვის ცრემლინი იყო, მაგრამ მჯერა, მაშინ იყავი ყველაზე ბედნიერი. შიშველს მიგეკარი, რომ გამეთბე, ყურში გეჩურჩულებოდი, ჩემს ყველა ძალას შენ გაძლევთქო, მაგრამ არ მქონია საკმარისი, მაპატიე...
    რამდენი ვიბრძოლეთ ერთად ყოფნისთვის, ჩვენ ვიცით მხოლოდ... როგორ მჯეროდა დასასრული ბედნიერი გვექნებოდა, ბოლომდე მჯეროდა შენი, ახლაც მჯერა, პატარავ... არ გემშვიდობები, მე გელოდები, როცა კვლავ ხელს გამომიწვდი, მაშინვე გამოგყვები, გელოდები ჩემო ერთადერთო, სადღაც ერთად ბედნიერები უსასრულოდ ვიქნებით, ვიცი.

    მკერდზე დავიწერეთ შენი არჩეული სიტყვები: „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...“ და ამისრულე? ახლა მართლა მე ვარ ამ ოთახში ჰაერზე მეტი. ნეტავ იცოდე, როგორ არ მინდა, როგორ მტანჯავს ეს სიტყვები.

    რამდენი დღეა ჩემი ცრემლი შენს თვალებს ეცემა და თითქოს ეს ჩემგან კი არა, შენგან წამოსული ცრემლია...

    მიყვარხარ უსასრულოდ. მაპატიე, რომ ვერ გიშველე. მაპატიე, რომ საკმარისი ძალა ვერ მოგეცი. როგორ ერთმანეთის მონატრებით დავიტანჯეთ და ახლა ასე იქნება კვლავ, შეხვედრამდე...

    გპირდები, შენთან საუბარს არასდროს შევწყვეტ. უშენობას არასდროს შევეგუები. შეხვედრამდე, პატარავ. გელოდები,“ - დაწერა მარიამ ბერიშვილმა.