სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ჯარისკაცი მეხის დაცემის გამო გარდაიცვალა

    საქართველოს ჯარისკაცი მეხის დაცემის  გამო გარდაიცვალა
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც მეხი დაეცა, გარდაიცვალა.

    ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჯარისკაცის ახლობლები ავრცელებენ.

    გოდერძი აფრასიძე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

    ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.